აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი თბილისში ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს ეძებს - ვაკანსია

09 სექტემბერი 2019, 18:15 3580 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი ამბების რეპორტიორსა და ორ ოპერატორზე ვაკანსია გამოაცხადა. მაუწყებელი თანამშრომლებს თბილისის ბიუროსთვის ეძებს. 

თუ გაქვთ მაღალი მოტივაცია მუშაობდეთ საზოგადოებრივ მაუწყებელში, გაქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება, საბუთების გამოგზავნა 16 სექტემბრამდე შეგიძლიათ.  

გასაუბრება ორ ეტაპიანი იქნება, პირველ ეტაპზე სპეციალური კომისია მოთხოვნების შესაბამისად გადაარჩევს თქვენს განაცხადს. მეორე ეტაპზე კი კანდიდატებს გაესაუბრებიან. 

გამოაგზავნეთ თვენი ბიოგრაფია (CV) ელექტრონულად HR@ajaratv.ge-ზე ან დაგვიკავშირდით  593 34 54 34, საკონტაქტო პირი გია ქარცივაძე. 

უფრო ვრცლად გაიგეთ ბმულზე - ვაკანსია 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში