ბათუმში ავარიის დროს მოპედის მძღოლი მსუბუქად დაშავდა /განახლება/

09 სექტემბერი 2019, 15:30 1503 ნახვა

ფოტო: ადგილიდან მოქალაქემ მოგვაწოდა

ბათუმში, გორგილაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთასთან მოპედის მძღოლი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილისა და მოპედის მძღოლები შეეჯახნენ. 

შეჯახების შედეგად, მოპედის მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, რომელმაც  სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე უარი განაცხადა.  პოლიციაში კი აცხადებენ, რომ ავარიის შესახებ შეტყობინება არ შესულა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში