ქართველი მოციგურავეების წარმატება

09 სექტემბერი 2019, 15:24 246 ნახვა

გრანპრის სერიის  მესამე ეტაპი თავისუფალ პროგრამაში  102,1მეათედი  ქულით დაასრულეს ქართველმა მოციგურავეთა წყვილმა  და  1  ადგილი დაიკავეს. ორი პროგრამის ჯამში  კი  მარია  კაზაკოვა  და  გიორგი  რევია, 165.26  მეათედი  ქულით  17  ქვეყნის  19  წყვილს  შორის   მე- 2 პოზიციაზე აღმოჩნდნენ. 

ოქროს მედლამდე მათ 0.33 მეასედი ქულა დააკლდათ. პირველი და მესამე ადგილი  დაიკავეს მოციგურავეთა წყვილმა რუსეთიდან.შეჯიბრება ლატვიის  დედაქალაქ რიგაში მიმდინარეობდა.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში