20 ივნისის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო გადაიდო

09 სექტემბერი 2019, 15:17 193 ნახვა

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულთა საქმეზე ჩანიშნული სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზი ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ჯიქურის ადვოკატის გამოუცხადებლობა გახდა.

დღეს მოსამართლეს მხარეების შესავალი სიტყვა უნდა მოესმინა. სხდომის გადადებას დაკავებულთა ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა. ამბობენ, რომ საქმე ხელოვნურად ჭიანურდება.

დარინა გარგანჯია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი