შუახევში მოქალაქეებს გზაზე დათვი და ორი ბელი შეხვდათ /ვიდეო /

05 სექტემბერი 2019, 14:37 12222 ნახვა

გუშინ, 4 სექტემბერს, შუახევის ერთ-ერთ სოფელში მოქალაქეებმა დათვი და ორი ბელი შენიშნეს. დათვები ხიდზე გადმოდიოდნენ, როცა სოფელ ოქროპილაურის მცხოვრებლებმა ხმაური ატეხეს, ვიდეოში ჩანს, რომ დათვები სოფლის გზასთან ძალიან ახლოს იყვნენ.

ხმაურზე მტაცებელი მის ორ ბელთან ერთად სწრაფად  ტყეში მიიმალა. 

სოფლის მცხოვრებლებმა ვიდეოს გადაღებაც მოასწრეს. 

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სოფლის ცენტრში მტაცებელი მოდის. ეს კი განსაკუთრებული შემთხვევა იყო, რადგან დათვს ორი ბელი ახლდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში