საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება 

03 სექტემბერი 2019, 11:27 564 ნახვა

დღეს, 3 სექტემბერს, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას გამართავს.  საქართველოს ნაკრები იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

იტალია ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია და ლევან ბაჯელიძის გაწვრთნილ გუნდს რთული მატჩის ჩატარება მოუწევს. შეხვედრა 16:15 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება და მატჩზე დასწრება უფასოა.

საქართველოს ნაკრებს ტრამვის გამო გუნდის ორი ლიდერი გულნარა გაბელია და მატვეევა დააკლდებიან.

პირველი ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ბოსნია-ჰერცოგოვინასთან დიდი ანგარიშით 7:1 დამარცხდა , ხოლო იტალიამ გასვლაზე ისრაელს 3:2 მოუგო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი