პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს - პრემიერის განცხადება

02 სექტემბერი 2019, 12:18 2825 ნახვა

საქართველსო პრემიერ მინისტრი თანამდებობიდან მიდის, ამის შესახებ მან ვრცელი განცხადება გაავრცელა სოციალურ ქსელში.  მამუკა ბახტაძე დეტალურად აფასებს მის მუშაობას.  მადლობას უხდის მის წინამორბედს და წარმატებას უსურვებს მომდევო პრემიერს.  

"ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუსიხსმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად.   მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს" - დაწერა მამუკა ბახტაძემ. 

მის გამოსამშვიდობებელ განცხადებაში სამი მიმართულება წერია, რაც მისი აზრით აუცილებელია გაგრძელდეს საქართველსო განვითარებისთვის, პირველი ადგილი კი ამ ჩამონათვალში საქართველოს ევოპის სრულფასოვანი წევრობაა.

"ჩემი შეხედულებით, ეს სამი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებაა   

1) საქართველოს ადგილისა და როლის განსაზღვრა გლობალურ სამყაროში − ევროპისა და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობა;
2) განვითარების ახალი ეკონომიკური მოდელი (21-ე საუკუნის გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით);
3) განათლება, როგორც ეროვნული იდეა.

სწორედ აღნიშნული სტრატეგიული განვითარების ჩარჩოს შექმნა და დანერგვა გახდა ჩემი პრემიერ-მინისტრად არჩევის საფუძველი და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა სრული კონსესუსი ამ საკითხზე" - წერს მამუკა ბახტაძე. 

პრემირ მინისტრმა პრესკონფერენცია დღეს, 2 სექტემბერს, 15:00 ჩანიშნა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი