აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დავაკავეთ-შსს

01 სექტემბერი 2019, 10:38 6359 ნახვა

აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.გ. და 1978 წელს დაბადებული რ.ც. დააკავეს.

''სამართალდამცველებმა გ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას, 80 აბი „მეტადონი“ და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

რ.ც.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი პოლიციამ 143 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო.''- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში