იტალიის ,,სერია ა’’ დღეს დაიწყება

24 აგვისტო 2019, 11:21 295 ნახვა

დღეს სტარტს კიდევ ერთი ტოპ ჩემპიონატი აიღებს. იტალიის ,,სერია ა’’- ს გახსნითი მატჩი პარმაში, ადგილობრივ ,,პარმასა’’ და იტალიის ჩემპიონ ‘’იუვენტუსს’’ შორის გაიმართება.

‘’პარმას’’ დღევანდელ შეხვედრაში კუჩკა ვერ დაეხმარება, ხოლო ბებერ ქალბატონს პიაცა და პერინი დააკლდებიან. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ამ გუნდებს შორის ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის თებერვალში ტურინში გაიმართა და უხვგოლიანი ფრით 3:3 დასრულდა.

.სერია ა ‘’- ში დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართება. ფლორენციაში ,,ფიორენტინა’’ ნეაპოლიტანურ ,,ნაპოლს’’ დაუხვდება. ,,იებს’’ დღეს პოლ ლიორა დააკლდება, ხოლო ,,ნაპოლს’’ არკადიუშ მილიკი და ახლახანს დამატებული ლოზანო არ ეყოლება. მატჩი თბილისის დროით  22:45 საათზე დაიწყება.

ბოლო შეხვედრის დროს ამ გუნდებმა ფრედ 0:0 ითამაშეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში