ავთო წერეთელზე ბრალის წაყენება TV პირველზე პირდაპირი ზეწოლაა - მამუკა ხაზარაძე 

22 აგვისტო 2019, 21:11 215 ნახვა

თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, TV პირველის მფლობელის მამისთვის, ავთო წერეთლისთვის ბრალის წაყენებას დღეს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გამოეხმაურა. მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს პირდაპირი ზეწოლა იყო. 

"ავთო წერეთელს არ აქვს არანაირი წილი იმ კომპანიებში, რომლიდანაც ჩვენ ფული ვისესხეთ და გაუგებარია მისი ჩართვა ბრალდებულის სტატუსით. იგი არც დირექტორი იყო არც მეწილე და მონაწილე. ანუ საქმე გვაქვს ავთო წერეთელზე პირდაპირ ზეწოლაზე, რათა მან გავლენა მოახდინოს თავისი ოჯახის წევრებზე, რომ თავისუფალი მედიისგან, ისევ მივიღოთ გაუგებარი რამ", — განაცხადა ხაზარაძე.

თიბისი ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ TV პირველი დემოკრატიის მონაპოვარია. ის მთელი საქართველოს საკუთრებაა. 

''გეუბნებით, „ტვ პირველი“ არ არის წერეთლების ოჯახის, დიდი ხანია, ეს არის მთელი საქართველოსი, ეს არის დემოკრატიის მონაპოვარი, ეს არის თავისუფალი სიტყვა.სადაც თავისუფალი სიტყვა შეიზღუდება, ჩვენ და მთელი საზოგადოება დავიცავთ მას ყველანაირი მეთოდებით, რადგან დღეს უკვე აღარ არის ლაპარაკი, ეს მთელი სცენარი უკვე გაშიფრულია“,- განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრალის დასაზუსტებლად პროკურატურაში დღეს დაიბარეს.

იურისტის განმარტებით, მუხლი და შინაარსი იგივეა, მხოლოდ ავთანდილ წერეთლის გვარია რამდენიმე ადგილას ჩამატებული. 

ზვიად კორძაძის განცხადებით, ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ერთი მხრივ, ხანდაზმული არ არის და მეორე მხრივ, პირდაპირ იძლევა ყადაღის დადების შესაძლებლობას.

''ბრალში იგივე ტექსტია, უბრალოდ ორ-სამ ადგილას ჩამატებულია ავთანდილ წერეთლის გვარი. მეტი არაფერი. არაფერი არ იცვლება არსებითად, მუხლიც იგივეა და შინაარსიც. იმ აბსურდულ სქემაში, რომელსაც პროკურატურა გვთავაზობს, თემა არის ასეთი: ბადრიმ და მამუკამ განიზრახეს, საკუთარ ბანკს მოტყუებით და თაღლითობით გამოსტყუონ თანხა. ამისთვის ვითომდა დაუკავშირდნენ ავთო წერეთელს და მისი ხელშეწყობით მოახერხეს ეს. მათი ლოგიკით ეს არის თაღლითობა'' - ამბობს ადვოკატი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში