ფესტივალი „არგანი“ დღეს დასრულდება

19 აგვისტო 2019, 18:39 392 ნახვა

ბათუმში ხელოვნების ფესტივალი შოუს ელემენტებით „არგანი“ დღეს სრულდება. ბათუმი ფესტივალს სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. წლევანდელ ფესტივალზე სტუმრებს პირველად ინოვაციური ხელოვნების ნიმუშების ნახვის შესაძლებლობა ჰქონდათ. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ხელოვანებმა ახალი ნამუშევრები მაყურებელთა წინაშე შექმნეს.

ფესტივალში ცნობილი ბენდები მონაწილეობდნენ. ​სტუმრებისთვის ფოტო და ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, სკულპტურების გამოფენა-გაყიდვა, ცივი მინანქრის, პოლიმერული თიხის, ტყავის, აქსესუარების დამზადებაზე უფასო მასტერკლასები და ფოიერვერკების შოუ გაიმართა. იოგით დაინტერესებულებისთვის იოგის კუთხე მოეწყო. ფესტივალზე ღია კინოჩვენებები გაიმართა.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში