„გეგუტიანთკარში გივი რაზმაძეს ოჯახს ერთ თვეში სახლი ექნება - მამუკა ხაზარაძე

16 აგვისტო 2019, 09:31 2114 ნახვა

მამუკა ხაზარაძის განცხადბით, გორში, სოფელ გეგუტიანთკარში რუსების მიერ საზღვრის გადმოწევის გამო, უსახლოდ დარჩენილ ოჯახს სახლს გადასცემს - განცხადება მამუკა ხაზარაძემ, რომელიც სექტემბერში სახალხო მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს, ფბ გააკეთა. 

„რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს - იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას. 
დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა.
ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები.
ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ. 
ამიტომ გეგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს - დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს.
ქართული კერა არ მოიშლება, 
ამ ომს ჩვენ მოვიგებთ, 
საქართველო გაერთიანდება“ - წერს ხაზარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში