ანაკლიის პორტის კონსორციუმი ამერიკულმა კომპანიამ დატოვა - ჯგუფმა ხელისუფლებისგან მხარდაჭერა ვერ იგრძნო

15 აგვისტო 2019, 15:15 4095 ნახვა

ამერიკულმა კონტი–ჯგუფმა (Conti International LLC) ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დატოვა, ეს ჯგუფი ანაკლიის პორტს აშენებს - ინფორმაცია "რადიო თავისუფლებას"  დაუდასტურეს. ამერიკულ კომპანიაში ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და „კერძოდ, ის გარემოება, რომ მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკისა, რომ ისინი მხარს უჭერენ პროექტს და კონსორციუმს“.

ანაკლიის პორტს ბოლო პერიოდში დაუკავშირდა - „TBC ჯგუფის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე. ისინი საგამოძიებო უწყებებმა ე.წ. „ფულის გათეთრების“ საქმეში დაადანაშაულეს.

მამუკა ხაზარაძემ ღიად ამბობს, რომ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციების გახსენება და უსაფუძვლო ბრალდება ანაკლიის პორტის წინააღმდეგ არის მიმართული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი