ევროკავშირმა 7 რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშა

02 მარტი 2022, 18:11 1715 ნახვა

ევროკავშირმა აამოქმედა სანქციები, რომელიც შვიდი რუსული ბანკის SWIFT-ის საბანკო კომუნიკაციების სისტემიდან გარიცხვას ითვალისწინებს.  ბანკებს   SWIFT-ის ოპერაციების შესაჩერებლად 10 დღე მიეცათ.  სიაში არ შედის ორი ძირითადი რუსული ბანკი, Sberbank -ი და Gazprombank-ი, ისინი SWIFT-თან დაკავშირებული რჩებიან, რათა ევროკავშირის ქვეყნებს საშუალება ჰქონდეთ გადაიხადონ რუსული გაზისა და ნავთობის მიწოდების საფასური. გარდა ამისა,  ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა. ევროს გადარიცხვა იკრძალება ნებისმიერი ფიზიკური, თუ იურიდიული პირისთვის, ასევე ორგანიზაციისთვის და სამთავრობო ორგანოსთვის, მათ შორის ცენტრალური ბანკისთვის. შეზღუდვა 21 მარტიდან შევა ძალაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი