"მიაქვთ მიწა ნაგლეჯ-ნაგლეჯ, ისხედით თბილისში მშვიდად, თქვენი ხომ არაფერი იკარგება?" - თინა ბიძინაშვილი საოკუპაციო ზოლიდან

15 აგვისტო 2019, 12:56 2469 ნახვა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუგუტიანთკართან, რუსული  სამხედრო დანაყოფის წარმომადგენლები ბორდერიზაციის პროცესს განაგრძობენ., მიმდინარეობს ბოძების დამონტაჟება. 

რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცა ე.წ. საზღვარს მიღმა.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ბოძების გარდა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დილიდან დამატებით ამონტაჟებენ ლითონის კონსტრუქციებს, რომლებზეც ე.წ. სასაზღვრო ბადეებს ამაგრებენ. 

ადგილობრივები ყვებიან, რომ მიტეცებულ მიწის ნაწილში საცხოვრებელი სახლებიც დგას.

''შემოიჭრენ სიღრმეში უბნისა და მიაქვთ მიწა ნაწილ-ნაწილ, ნაგლეჯ-ნაგლეჯ, ნაკუწ-ნაკუწ და წაიღეს. ისხედით თბილისში მშვიდად, მშვიდად იყავით, თქვენი ხომ არაფერი იკარგება, ვითომ თქვენი არ არის. მარტო ჩემია და ჩემი ოჯახის არის, რომ დაცემულიყო - სულსა ვღაფავთ, ყოველდღე გათენდება ვფიქრობ, რომ რა გავაკეთო რითი ვარჩინო ჩემი ოჯახი.

ეს ასე ლამაზი სახლი კი არ იყო მარტო, გარემონტებული და მოწესრიგებული იყო. ამ სახლში, რომ მოვდიოდი ვმშვიდდებოდი.. უბანში ვეუბნებოდი იქ სულ სხვა ჰაერია ხალხო თქო.. იქ სულ სხვანაირად ვმშვიდდები, აქაც ვეღარ ამოვალთ.. აქაც გაატარებენ და როგორღა უნდა ამოვიდეთ''- ამბობს თინა ბიძინაშვილი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში