აჭარაში 2 პირი იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების რეალიზაციას სხვა სამარკო ნიშნით ახორციელებდა

15 აგვისტო 2019, 10:33 2683 ნახვა

სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ - ერთი კომპანიის ხელმძღვანელი და მისი თანამშრომელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბათუმში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ახორციელებდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებას და მის რეალიზაციას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების - „პერსილი“- ს და „არიელი“- ს სამარკო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით. 


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული დიდი ოდენობით მზა პროდუქცია, ასევე, მის დასამზადებლად განკუთვნილი ნედლეული და პოლიგრაფიული მასალა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე,  აღნიშნულ 2 პირს ბრალდება წარუდგინეს.

გამოძიება სსრკ 196-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში