''ტვ პირველმა'' მაუწყებლობა სარეზერვო რესურსებით ლაივ რეჟიმში განაახლა

13 აგვისტო 2019, 15:09 1857 ნახვა

სრული პარალიზების შემდეგ ტელეკომპანია  ,,ტვ პირველმა„   მაუწყებლობა  1 საათის წინ, სარეზერვო  რესურსებით, ლაივ რეჟიმში განაახლა. ამ დრომდე გათიშულია არხის ტექნიკური ბაზა, რომელზეც  პირველადი ინფორმაციით, ახალი თაობის ვირუსი კრიპტოვირუსი დაფიქსირდა.  

ჰაკერული შეტევის გამო შესაძლებელია სერვერზე არსებული ყველა ინფორმაცია წაიშალოს. შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლებმა ტელეკომპანია ცოტა ხნის წინ დატოვეს, მათ მუშაობა ადგილზე დაასრულეს, არხის წარმომადგენლები ახლა სწორედ მათ დასკვნას ელოდებიან თუ რა მოხდა ტვ პირველში. დილიდან ეთერში არ გასულა არც საინფორმაციო გამოშვება, ისევე როგორც სხვა გადაცემები.

როგორც ტვ პირველის კომერციული დირექტორი აცხადებს,  კიბერშტევა ძლიერი ვირუსის სახით ცენტრალურ სერვერზე გამთენიისას განხორციელდა.  ნანა აბურჯანიძე  წინასწარ პროგნოზს ვერ აკეთებს.  ვიდრე სპეციალისტები დაადგენენ რა მოხდა ტვ პირველში, მანამდე მედიაექსპერტებში  ფაქტი უკვე შეფასდა  მედიაზე თავდასხმად. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში