პაატა სალია - ნიკა გვარამიამ რუსთავი2 არქივი გაყიდა 

12 აგვისტო 2019, 15:15 537 ნახვა

სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსთავი2 ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ " კურიერის არქივი 200 000 ლარის ღირებულების ტექნიკის სანაცვლოდ გაასხვისა - ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანიის მოქმედმა დირექტორმა, პაატა სალიამ გაავრცელა.  

პაატა სალიას ინოფრმაციით, ხელშეკრულება კომპანია "ინტერმედიასთან" გაფორმდა, რომლითაც  1994 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, კურიერის სრული არქივის გამოყენება მხოლოდ ამ კომპანიას შეეძლება. 

პაატა სალია ამბობს, რომ თავის მხრივ, ნიკა გვარამიამ ახალი ტელეკომპანიის ჩამოყალიბება სწორედ "ინტერმედიის" ერთ-ერთ მეწილეთან ერთად დაანონსა და ის განიხილება ამ ახალი ტელეკომპანიის დირექტორად. "საინტერესოა, რატომ დადო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ასეთი ხელშეკრულება, სადაც რუსთავი2 მნიშვნელოვანი აქტივი გადასცა მესამე პირს, სადაც მისი ინტერესები იკვეთება," - თქვა სალიამ ბრიფინგზე. 

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში