გორში საფეხბურთო მატჩისას გულშემატკივარი დაიღუპა

12 აგვისტო 2019, 09:29 978 ნახვა

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე, გორის "დილასა" და თბილისის "ლოკომოტივს" შორის მიმდინარე მატჩის დროს, 40 წლის ქალს გულის შეტევა დაემართა.

გულშემატკივარი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკა "გორმედის" ექიმების განცხადებით, პაციენტი საავადმყოფოში გულის გაჩერებით შეიყვანეს, როგორც პაციენტის ახლობლებმა განაცხადეს, ქალს გულის ქრონიკული პათოლოგია აღენიშნებოდა - განაცხადა "გორმედის" კლინიკურმა დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში