6 თვეში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სულ 5399 შემაკავებელი ორდერი დაიწერა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან-ივნისის ჩათვლით ძალადობის მსხვერპლების დასაცავად 5399 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. მათგან ყველაზე მეტი თბილისში-2655, ხოლო ყველაზე ნაკლები რაჭა-ლეჩხუმში-28.
რაც შეეხება აჭარას. აჭარაში ძალადობის მსხვერპლის დასაცავად სულ 428 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
რაც შეეხება ძალადობის სახეებს. სტატისტიკის თანახმად, 6 თვეში ყველაზე ხშირად ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას- 4965 ფაქტი, მას მოსდევს ფიზიკური ძალადობის ფაქტები-1421 შემთხვევა.
საანგარიშო პერიოდში 14-ჯერ მსხვერპლზე სექსუალურად იძალადეს.
ოჯახში სექსუალური ძალადობის ერთი შემთხვევა აჭარაშიც დაფიქსირდა.
ეკონომიკურ ძალადობას კი ადგილი 137-ჯერ ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით ოჯახური დანაშაულის შესახებ მომართვიანობა ბოლო 6 თვეში საგრძნობლად გაიზარდა .