ბათუმის აგრარულ ბაზარში 98 კილოგრამი ფრინველის ხორცი ამოიღეს.
ბიზნესოპერატორებს ვეტერინარული ზედამხედველობის გვერდის ავლით სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფრინველის ხორცის განადგურება დაევალათ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საეჭვო წარმომავლობის ფრინევლის ხორცის რეალიზაციისთვის აგრარული ბაზარი 3000 ლარით დაჯარიმდება.
ბათუმის აგრარული ბაზარი, დიდი ოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზებისთვის გასულ თვეშიც დაჯარიმდა.