მერია ბათუმელებს სკვერის სახელის შერჩევაში დახმარებას სთხოვს

05 აგვისტო 2019, 14:08 2022 ნახვა

2 აგვისტოს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ  ახალი სკვერი გაიხსნა. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, სკვერს სახელი მოქალაქეთა ჩართულობით უნდა მიენიჭოს. ხმის მიცემა უკვე დაწყებულია. მოქალაქეებს საკუთარი მოსაზრებისა და ვერსიის დაფიქსირება ბათუმის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდსა და ქალაქის მერის, ლაშა კომახიძის ფეისბუქ გვერდზე შეუძლიათ.

გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში, პარასკევის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მონაწილოება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამოკითხვის დასრულების შემდეგ შეირჩევა რამდენიმე ვარიანტი, რომელიც მოგვიანებით კენჭისყრაზე გავა საუკეთესოს გამოსავლენად.

ამ დროისთვის საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ გვერდებზე 150-მდე მოქალაქემ დააფიქსირა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში