პრემიერი ფრენების სუბსიდირებაზე: „გადაწყვეტილება უკავშირდება ელემენტარულ პასუხისმგებლობას”

02 აგვისტო 2019, 18:07 1474 ნახვა

რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება ძალიან მარტივი გადაწყვეტილებაა, რომელიც ელემენტარულ პასუხისმგებლობას უკავშირდება. სამწუხაროდ, თუნდაც ასეთ ადამიანურ ინიციატივას ჩვენი ოპონენტები ისეთ ეპითეტებს არქმევენ მართლაც უნიკალური ფანტაზიის ნაყოფია ეს ყველაფერი, - ასე ეხმაურება რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირების საკითხზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პრემიერ-მინისტრი.

მამუკა ბახტაძის   თქმით, სახელმწიფო ვალდებულია ამ სიტუაციაში დაეხმაროს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ.


საქართველოს მთავრობამ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებისთვის 600 000 ევრო გამოყო. მთავრობის დადგენილების თანახმად, მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ბილეთებს მგზავრზე მაქსიმუმ 90 ევროთი დააფინანსებს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში