პრემიერის განცხადებით, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარება.
პროგრამა სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.
"ისინი ელოდებოდნენ შემოსავალს და სამწუხაროდ ეს შემოსავალი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ", — განმარტა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, საოჯახო ტიპის და საშუალო ზომის სასტუმროები, რომელთა მშენებლობაც იგეგმებოდა, არ უნდა გაჩერდეს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც არიან ტურიზმის სექტორში დასაქმებული, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფი მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელები აღმოჩნდნენ, მხარში ამოვუდგეთ.
სასტუმროების ბიზნესში დასაქმებულ მეწარმეებს სახელმწიფო აქტიურად ეხმარება და მათ დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს. ჩვენ ავამოქმედებთ ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. მათ დიდ ნაწილს აქვს საბანკო სესხები იმისთვის, რომ განევითარებინათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოხდება ამ პროცენტების თანადაფინანსება,'' - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.