ეროვნული ბანკი ხვალ 40 მილიონ დოლარს გაყიდის

31 ივლისი 2019, 21:25 352 ნახვა

ეროვნული ბანკი ლარის გასამყარებლად ჩარევას იწყებს და ხვალ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარის გაყიდვას აპირებს. სწორედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაზე აკეთებენ აქცენტს მთელი დღეა ეკონომიკის ექსპერტები.

ამბობენ რომ ინფლაცია რეალურია, მთავრობა კი კაბინეტებიდან ამას ვერ ხედავს. კურსი შემაშფოთებელია - ლარი დღეს ისევ გაუფასურდა და ოფიციალურმა ღირებულებამ  2 ლარი და 97 თეთრი შეადგინა. კომერციულ ბანკებში კი 3 ლარს გადააჭარბა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში