7 თვეში პოლიციამ 21 კილოგრამი "ჰეროინი" ამოიღო

31 ივლისი 2019, 11:49 1515 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა იანვრიდან დღემდე 21 კილოგრამი "ჰეროინი", 7000 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 3200 აბზე მეტი "ექსტაზი", 8.8 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 900 გრამი კოკაინი და 900 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები ამოიღეს.

4 მსხვილი ნარკორეალიზატორი პოლიციამ, რამდენიმე დღის წინ დააკავა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. 

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტიც აღიკვეთა. 27 ივლისს, სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამხრეთ აფრიკის მოქალაქე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას 20 კილოგრამი „მარიხუანა“ ამოიღეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში