გაატარე ზაფხული საქართველოში - დანიელი ტურისტების მიმართვა

30 ივლისი 2019, 14:30 1792 ნახვა

კოპენჰაგენში მცხოვრები ადამიანები, საქართველოში მოგზაურობისას მიღებულ პოზიტიურ გამოცდილებას, საზოგადოებას უზიარებენ.

დანიაში მცხოვრებმა ქართველებმა ვიდეო-რგოლი მოამზადეს, ჩაწერეს ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მოგზაურობდნენ.

,,ჩვენი დიდი სურვილი იყო მცირე წვლილი შეგვეტანა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლებაში და აღნიშნული იდეის ირგვლივ გავერთიანდით. გადავწყვიტეთ, რამდენიმე კითხვით მიგვემართა იმ ტურისტებისთვის, ვინც საქართველოს სტუმრობდნენ, შევხვდით სრულიად უცხო ადამიანებს და საკუთარი ქვეყნის შესახებ ვისაუბრეთ. ბევრი საინტერესო უკუკავშირი მოვისმინეთ და ეს ყველაფერი ერთ ვიდეოში გავაერთიანეთ.

იმედს ვიტოვებთ, ამ კლიპის საშუალებით მეტი ადამიანი აღმოაჩენს ჩვენს ქვეყანას და მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ესტუმრონ საქართველოს," აცხადებენ პროექტის ავტორები.

პროექტის ორგანიზატორები, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მსგავს აქტივობებს მომავალშიც გეგმავენ.

ქართველების მიერ მომზადებული ვიდეორგოლი იხილეთ ლინკზე: 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი