ევროპა ლიგა:  ,,დინამომ’’ ,,გაბალა’’ დაამარცხა, ,,ჩიხურა’’ ,,აბერდინს’’ დაუზავდა

25 ივლისი 2019, 23:16 2229 ნახვა

დღეს ქართულმა კლუბებმა, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები ჩაატარეს.

,,დინამო’’ თბილისმა გასვლითი შეხვედრაში  ,,გაბალა’’ 0-2 დაამარცხა. მატჩის 41-ე წუთზე ნოდარ იაშვილის პასის შემდეგ, ლევან კუტალიამ ანგარიში გახსნა და ,,დინამოს’’ პირველი ნახევარი მოაგებინა. მეორე ტაიმში თბილისელები კვლავ აქტიურები იყვნენ და შეცვლაზე შემოსულმა არფანგ დაფემ  87-ე სხვაობა ორამდე გაზარდა.

თბილისის ,, დინამო’’  აზერბაიჯანის ,,გაბალას’’  ,,დინამო არენაზე’’ 1 აგვისტოს უმასპინძლებს. მესამე ეტაპზე გასვლის შემთხვავაში ,,დინამო’’ ჰოლანდიურ ,,ფეინოორდს’’ შეხვდება.

საჩხერის ,,ჩიხურამ’’  თბილისში ,,დინამო არენაზე’’ ფრედ 1:1 ითამაშა შოტლანდიურ ,,აბერდინთან’’. მატჩის 41-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გიორგი კორიფაძემ ზუსტად შესრულა და ,,ჩიხურა’’ დააწინაურა. 68-ე წუთზე ასევე თერთმეტმეტიანი დარტყმით სემ კოსგოუმ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

განმეორებითი შეხვედრა 1 აგვისტოს შოტლანდიაში გაიმართება. თუ ორმატჩიან დუელში ,,ჩიხურა’’ გაიმარჯვებს შემდეგ ეტაპზე ხორვატურ ,,რიაკას’’ დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში