მაჭახელას ეროვნულ პარკში ფოტო-ხაფანგმა ორი შვლის ნუკრი დააფიქსირა

25 ივლისი 2019, 10:32 9069 ნახვა

ორი შვლის ნუკრი მაჭახელას ეროვნულ პარკში ფოტო ხაფანგმა  რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა.  პარკის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და  წელს პარკში შველი მომრავლებულია. 

"ფოტო ხაფანგმა წელს შველის გარდა მაჩვი, გარეული ღორი, დათვი და კვერნა დააფიქსირა"- ამბობს მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი გიორგი ქურიძე.

მაჭახელას ეროვნულ პარკში ცხოველებზე მონიტორინგის მიზნით ათეულობით ფოტო-ხაფანგია დამონტაჟებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში