ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის იბრძვის

23 ივლისი 2019, 21:26 203 ნახვა

ყურადღების ცენტრშია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო - წევრები დღეს მაღალი თანამდებობის პირებს გაესაუბრნენ. უზენაეს სასამართლოში გამწესების პრეტენზია აქვს გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს.

ორივეს ჰკითხეს ზურაბ ადეიშვილთან ურთიერთობებზე, ორივეს ჰკითხეს განიხილავენ თუ არა თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ბოლო გასაუბრებისა და არამოსამართლე წევრების პროტესტის შესახებ ვრცლად ახლა პირდაპირ ეთერში ნათია კოპალიანი მოგვიყვება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში