ერთიანი ეროვნული გამოცდები სრულდება

23 ივლისი 2019, 11:24 310 ნახვა

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები სრულდება.  აბიტურიენტები გამოცდას ფიზიკაში აბარებენ. გამოცდის ხანგრძლივობა 3 საათი და 40 წუთია. ხულოსა და ბათუმის პირველ საგამოცდო ცენტრში, რომელიც პირველი საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული გამოცდები დღეს დასრულდება.

რაც შეეხება შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განთავსებულ საგამოცდო ცენტრს, აქ პროცესი ხვალ საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება. საგამოცდო  ცენტრების ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოცდებმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი