ბათუმის ბულვარში მდებარე ერთ-ერთ კლუბში ახალგაზრდა დაჭრეს

20 ივლისი 2019, 13:11 3181 ნახვა

 გვიან ღამით,  ბათუმის ბულვარში მდებარე ერთ-ერთ კლუბში  ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მათივე თქმით, დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

ბათუმის სასაწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს  გვითხრეს, რომ  გამოძახება კლუბიდან  დაფიქსირდა, თუმცა ადგილზე მისულ ბრიგადას იქ არავინ დახვდა.

პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში, სავარაუდოდ, იქ მყოფებმა გადაიყვანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი