პოლიციამ თბილისში თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

19 ივნისი 2025, 12:59 121 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1994 წელს დაბადებული ა.ც. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ა.ც., 1986 წელს დაბადებულ მსჯავრდებულ დ.ც.-სთან ერთად, 2020-2024 წლებში, როგორც სამშენებლო კომპანია „სექტორი 7“-ის ხელმძღვანელები, მოქალაქეებთან აფორმებდნენ ხელშეკრულებებს და მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ყიდდნენ ფართებს. აღებული თანხის მიუხედავად, მათ არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და ფართების საკუთრებაში გადაცემა.

"აღნიშნულიდან გამომდინარე დაზარალებულია ჯამში 161 მოქალაქე, ზარალის ღირებულება კი 11 მილიონ ლარს აღწევს.

სამართალდამცველებმა ა.ც. ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ორგანიზებული ჯგუფის წევრს, დ.ც.-ს, რომელიც უკვე სასჯელს იხდის დამატებითი ბრალი წარედგინება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს"- განმარტავენ შსს-ში.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში