თბილისის ,,საბურთალო’’ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა

16 ივლისი 2019, 23:55 1712 ნახვა

 მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართა, სადაც თბილისის ,,საბურთალო’’ მოლდოვურ ტირასპოლის ,,შერიფს’’  დაუპირისპირდა.

შეხვედრა თბილისელებმა  ,,შერიფთან’’ 1:3 დათმეს, თუმცა შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. პირველი მატჩი ტირასპოლში ,,საბურთალომ’’ 0-3 მოიგო და ორი მატჩის ჯამში 4-3 დაფიქსირდა. 

შეხვედრაში ანგარიში მესამე წუთზე ლატიფმა გახსნა , 5 წუთში გაგი მარგველაშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მოლდოველები წინ ორბურთიანი სხვაობით გავიდნენ. მეთერთმეტე წუთზე კი ტამბემ ანგარიშის სხვაობა სამამდე გაზარდა.

ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ ,,საბურთალომ’’ მოუმატა და 59-ე წუთზე ლაკვეხელიანის ჩაწოდების შემდეგ, როლოვიჩმა ,,შერიფს’’ გაუტანა.

73 -ე წუთზე ,,შერიფის’’ ფეხბურთელმა პალასიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში ,,საბურთალო’’ მეორე საკვალიპიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც ერთ კვირაში ხორვატულ ზაგრების ,,დინამოს’’ დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში