ჩვენი აქტივისტი მერიის შენობასთან პოლიციამ ''შეცდომით'' აიყვანა - ზეინაბ დიასამიძე

16 ივლისი 2019, 18:06 450 ნახვა

საინიციატივო ჯგუფის ''დაიცავი ბათუმის'' წევრმა და ექიმმა ზეინაბ დიასამიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსი დაწერა. მისი თქმით, დღეს ბათუმის მერიის შენობასთან ერთ-ერთი აქტივისტი პოლიციამ შეცდომით აიყვანა.  

საზოგადოების ნაწილი მერიაში, საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად მივიდა, სადაც ''რივიერას'' საკითხი განიხილებოდა. 

''SOS!!!! SOS!!!! SOS!!!!
მალადეც ზარალა!!! ეგ ყოფილა რაც ყოფილა!! როგორ ''ჩესტზე'' დააყენა აჭარა!!!!!
დღეს ჩვენი ერთერთი აქტივისტი, რომელიც საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბრუნდებოდა ...სხდომაზე გამოცხადებული 1 საათიანი შესვენების შემდეგ...მუნიციპალიტეტის შენობასთან აიყვანეს...პოლიციის მანქანით პოლიციის შენობამდე მიიყვანეს და გადმოსვეს, თანაც კორექტულად ბოდიში მოუხადეს–შეგვეშალეთო!!!!!
ვინაობას არ ვწერ...ჩვენი აქტივისტის თხოვნით!

...ამათ ეს ქვეყანა ჩალით დახურული ჰგონიათ!!!!!'' - წერს სოციალურ ქსელში ზეინაბ დიასამიძე. 

 

 

რივიერას მშენებლობის მოწინააღმდეგე ჯგუფის წარმომადგენელი ამბობს, რომ აქტივისტს ვინაობის დასახელება არ სურს.

აჭარის მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში პირველ ეტაპზე აქტივისტის სახელის და გვარის დაზუსტება ითხოვეს, მოგვიანებით კი გვითხრეს,  რომ დღეს ბათუმში მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში