სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ბრუნდება

15 ივლისი 2019, 12:11 1821 ნახვა

სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ადაპტირებულ ვერსიას   ყველა პირველკლასელი  უფასოდ მიიღებს.

მამუკა  ბახტაძის თქმით,   პარლამენტმა მიიღო უკვე კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებული იქნება ბიუჯეტის მეოთხედი, 25 პროცენტი მიმართოს განათლებაზე, ბავშვებსა და მომავალ თაობებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში