დავით გარეჯში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები პატრულირებენ

15 ივლისი 2019, 12:07 1073 ნახვა

შსს  ინფორმაციით,   დავით გარეჯის ტერიტორიაზე მშვიდი ვითარებაა. უწყება მოუწოდებს საზოგადოებას, რომ მისცენ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის, თუმცა, ვითარება დროულად განიმუხტა.

უწყებაში აცახდებენ,  რომ  ფაქტის შესწავლა უკვე დაწყებულია. სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ დავით გარეჯში, სასაზღვრო მონაკვეთზე მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. დავით გარეჯში მომუშავე გიდის ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ეკლესიიდან ხატების უნებართვოდ გატანა გახდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი