გიორგი გახარიას ინტერვიუ

12 ივლისი 2019, 15:19 277 ნახვა

გიორგი გახარია კვლავ სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობს. აკეთებს სკანდალურ განცხადებასაც, რომ  20 ივნისის აქციის დაშლის პროცესს  დილის 7 საათამდე,  რამდენიმე ქვეყნის ელჩთან ერთად აკვირდებოდა. ტვ პირველის ეთერში მინისტრმა თქვა, რომ ”26 მაისი იყო სადამსჯელო ღონისძიება, 20 ივნისი კი მოგერიება. რაც შეეხება დუმის დეპუტატის საქართველოში მოწვევას, ისაუბრა, რომ თითქოს მისი უწყება ცდილობდა ის ქვეყანაში არ შემოეშვა და საამისოდ მიზეზს ეძებდნენ.

გუშინ ინტერვიუსას კიდევ ერთხელ  აიღო პასუხისმგებლობა  20-21 ივნისის აქციის დაშლის,  მათ შორის რეზინის ტყვიების  გამოყენებაზე. რაც შეეხება დეპუტატ ნიკა მელიას მიერ 10 ივლისს გავრცელებულ კადრებს, მინისტრი აცხადებს, რომ ეს  „სრული ფარსია“. ამ კადრებით ჩანს, რომ ღამით, პარლამენტის წინ აქციის დაშლა  იმ დროს დაიწყო, როცა ოპოზიციის ლიდერები მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მიზნით შესვლაზე მსჯელობდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი