ბათუმში ტექბოლში ჩემპიონატები ჩატარდება - სპორტის სიახლეები

11 ივლისი 2019, 18:38 2043 ნახვა

•ბათუმში დღეს კრივსა და კარატეში ორი საერთაშორისო ტურნირი დასრულდა, მათ შედეგებსა და სხვა სპორტულ სიახლეებზე ქეთი ბოლქვაძე მოგვიყვება

 •ბათუმში მიმიდნარე საერთაშორის კონფერენცია „ევროპული გზა“ სპორტის სფეროსაც შეეხო. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტრომ აჭარას ტექბოლის სათამაშო მაგიდა საჩუქრად გადასცა. სპორტული აღჭურვილობის გადაცემის და ურთიერთმეგობრობის დოკუმენტს   უნგრულმა და ქართულმა მხარემ ხელი საზეიმოდ მოაწერეს. აჭარის ეკონომიკის  მინისტრის განცხადებით  უნგრეთსა და საქართველოს შორის პარტნიორობა  რამდენიმე თვის წინ უნგრეთში ვიზიტის დროს დაიგეგმა და  თანამშრომლობის გზად  სპორტული აქტივობები აირჩიეს.   სპორტის ამ სახეობაში ბათუმში ჩემპიონატების ჩასატარებლად მზაობა გამოითქვა.ცნობისთვის ტექბოლი 2014 წელს პროფსიონალმა სპორტსმენმა გაბორბორსანმა და კომპიუტერული  სფეროს მეცნიერმა  ვიქტორ ჰუსზარმა შექმნეს. ტექბოლის  პირველ  მსოფლიო თასს ბუდაპეშტმა 2017 წელს უმასპინძლა რომელშიც 20 ქვეყანა მონაწილეობდა. 2018 წელს კი საფრანგეთში გამართულ ჩემპიონატში 90 სპორტსმენი ჩაერთო.

• ბათუმში,  კრივში საერთაშოროსო ტურნირი  „ბათუმის თასი“ დასრულდა. შეჯიბრებაში სომხეთის, აზრბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ყაზახეთის და საქართველოს ახალგაზრდა ნაკრებები მონაწილეობდნენ ჯამში 100-მდე სპორტსმენი. საქართველოდან 25, აჭარიდან კი 11 მოკრივე  ასპარეზობდა. გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ. „ბათუმის თასი“ სამ დღეს გაგრძელდა. შეჯიბრებას ორგანიზება  აჭარის და საქართველოს კრივის ფედერაციებმა გაუწიეს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში