წინასაჩემპიონატო ტესტ-მატჩი

25 აგვისტო 2016, 00:00 2302 ნახვა

ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე სარაგბო კლუბმა ბათუმმა კიდევ ერთი ტესტ-მატჩი ჩაატარა. ბათუმელმა მორაგბეებმა ქუთაისის “ბაგრატი” 21-0 დაამარცხეს. შეხვედრა ბათუმის ახალი სარაგბო კომპლექსის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩატარდა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სექტემბერში დაიწყება, სამ სექტემბერს დასავლურ დერბიში ერთმანეთს “აია” და “ბათუმი” დაუპირისპირდებიან, მეორე შეხვედრას ბათუმელი მორაგბეები  კვლავ გასვლაზე, ბაგრატთან გამართავს. 

ამავე კატეგორიაში