სხვის ნაცვლად გამოცდის ჩაბარების მეორე ფაქტი დაფიქსირდა-გამოცდების ეროვნული ცენტრი კონტროლს ამკაცრებს

09 ივლისი 2019, 12:51 642 ნახვა

ფოტო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდიდან.  არ ასახავს კონკრეტულ ფაქტს.

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეორედ დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც გამოცდის ჩაბარებას აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირი ცდილობდა. ორივე აბიტურიენტი მოხსნილია გამოცდიდან და ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

შემთხვევების გამო, ცენტრი ამკაცრებს მონიტორინგს და კიდევ ერთხელ აფრთხილებს აბიტურიენტებს, რომ ასეთი ქმედებით ისინი არღვევენ კანონს და საფრთხეს უქმნიან საკუთარ მომავალს.

წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საქართველოს მასშტაბით  ოცდასამი საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. დღეს აბიტურიენტები გამოცდას უცხოურ ენებში აბარებენ.  დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი