ცნება, ეს ჩემი ადგილია ამ შემთხვევაში არასწორია - საპატრულო პოლიციის უფროსი

08 ივლისი 2019, 19:56 1050 ნახვა

საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა უსაფრთხოების დისტანცია დაიცვან. მისივე თქმით, თუ ისინი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილებიან პასუხისმგებლობა სწორედ ამ ჯგუფს დაეკისრება. 

"პასუხისმგებლობა იქნება თქვენზე", — ამ სიტყვებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა აქცია #სირცხვილია-ს ორგანიზატორებს, რომლებიც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას ითხოვდნენ.

''ჩვენ ვერავის ვერ შევუზღუდავთ მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვას, ეს იქნება ერთი თუ მეორე აქციის წევრები. პოლიცია არ არის კომპეტენტური ვინმეს შეუზღუდოს გამოხატვის უფლება. ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ ვუზრუნველყოთ უსაფრთხო დისტანცია მშვიდობიან აქციებს შორის. 

მე მოვუწოდე აქციის ორგანიზატორებს დაიცვან ეს უსაფრთხო დისტანცია. მოვუწოდე იმისკენ, რომ თუ ისინი არ დაგვემორჩილებიან და გადაინაცვლებენ პარლამენტის წინ ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა'' - უთხრა აქციის მონაწილეებს შსს-ს წარმომადგენელმა. 

სამართალდამცველები ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, პუშკინის სკვერში დარჩნენ და მშვიდობიანი აქცია იქ გამართონ. 

''ცნება, რომ ეს ჩემი ადგილია, მგონი ამ შემთხვევაში არასწორია - უთხრა ჟურნალისტებს პოლიციამ. 

რუსთაველის გამზირზე გზა ყვითელი ავტობუსებითაა ჩახერგილი. ადგილზე ათობითსამართალდამცველი იმყოფება. 

აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს დღეს სპეციალური განცხადებით, სახალხო დამცველმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში