მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხების თანადაფინანსების გადაწყვეტილება მივიღეთ - ეკონომიკის მინისტრი

08 ივლისი 2019, 18:04 3504 ნახვა

მთავრობა მცირე სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსებას გეგმავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ რუსეთის მიერ ამოქმედებული შეზღუდვების შედეგად, ყველაზე მეტად სწორედ აღნიშნული სექტორი ზარალდება.

“ჩვენ შევისწავლეთ რა გასაჭირი უდგას მცირე სასტუმროებს. ეს მოწყვლადი სეგმენტია, რომელიც რუსული აკრძალვების პირობებში დარტყმის ქვეშ დგება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ მათი საბანკო სესხების თანადაფინანსებაში მივიღოთ მონაწილეობა. ამ შეხვედრების დროს მთავარი რაც მათგან მესმოდა, იყო ის, რომ საბანკო სესხი მათთვის მნიშვნელოვანი ფინანასური ტვირთი იყო, ამიტომ, სახელმწიფო კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებაში შევა,” – აცხადებს მინისტრი.

ზუსტად ვის შეეძლება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღება, მინისტრის განმარტებით ეს უახლოეს დღეებში დაზუსტდება. 

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დღეიდან ოფიციალურად შეწყდა.  ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი