მოთხოვნას „გახარია  წადი“  მწერლები და პოეტებიც უერთდებიან  

07 ივლისი 2019, 21:30 1468 ნახვა

პროტესტის მე-18 დღე უცვლელი მოთხოვნით. პარლამენტთან აქციის მონაწილეები დაახლოებით 2 საათია შეკრებილები არიან.

როგორც დაანონსებული იყო დღეს, სცენა მწერლებსა და პოეტებს დაეთმობათ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გოგი ხოჭოლავა ამბობს, რომ მის დაშინებას ცდილობენ. უცხო პირები სახლში აკითხავენ და სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან.

გოგი ხოჭოლავამ სიტყვით გამოსვლისას  თქვა, რომ ეს აქციაზე გამოსვლის გამო ხდება და ცდილობენ სამსახურში  პრობლემები შეუქმნან

"მე მაქვს ევროპული კანონით შრომის კონტრაქტი. მე მაქვს გამოხატვის უფლება. სახლში მოკითხვები და  დაშინებები არაფერს არ ნიშნავს. მე ვარ გოგი ხოჭოლავა და საღამოს 7 საათზე ვარ აქ პარლამენტთან.

არ მეშინია გახარია შენი" - ამის შესახებ   გოგი ხოჭოლავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში