ბათუმში ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი გაუქმდა

06 ივლისი 2019, 14:52 7733 ნახვა

27 ივლისს, ბათუმში, ზღვისპირა კლუბ UP2U -ში ჩანიშნული ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი გაუქმდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი კლუბის მფლობელს დაუკავშირდა. ირაკლი ფირანიშვილი თქმით,  გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს. კლუბში ამბობენ, რომ თუ ქვეყანაში ვითარება დასტაბილურდება ჯგუფის კონცერტი მომავალ სეზონზე გაიმართება.

მათივე ინფრომაციით,  A-Studio-ს კონცერტზე დასასწრებად 1000-ზე მეტი ბილეთი იყო გაყიდული.

„ორშაბათს დავდებთ ალტერნატიულ ვარიანტს. Bob Sinclar-ს ან Moloko-ს  ზუსტად არ ვიცით, ჯერ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმ ხალხს, ვისაც A-Studio-ს  კონცერტზე დასასწრებად ბილეთები  ჰქონდათ შეძენილი, შეეძლებათ იმ ბილეთით აღნიშნულ საღამოზე დასწრება. იმ შემთხვევაში თუ სხვა კონცერტით ჩანაცვლების სურვილი არ აქვთ, მიმართონ tkt.ge-ს და ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ“- განაცხადა ირაკლი ფირანიშვილმა.

 A-Studio ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კონცერტებზე ხშირად გამოდის. ჯგუფის სოლისტი 10 წელზე მეტია, ქართველი მომღერალი ქეთა თოფურიაა​​. ის 2018 წელს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს პუტინის მხარდამჭერ კლიპშიც მონაწილეობდა.

ბათუმში აღნიშნული ჯგუფის კონცერტის ჩატარების  დაანონსებას სოციალურ ქსელში მომხმარებელთა ნაწილის ნეგატიური შეფასება მოჰყვა. წერდნენ, რომ ბათუმში ქეთა თოფურიას და A-Studio-ს კონცერტი არ უნდა ჩატარებულიყო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი