ეს საკითხი გაზვიადებულია - თორნიკე რიჟვაძე აჭარიდან ქარელში ჩასახლებულებზე 

04 ივლისი 2019, 12:12 1829 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქარელში აჭარიდან მიგრირებული ეკომიგრანტების პრობლემებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საკითხი გაზვიადებულია. თორნიკე რიჟვაძის თქმით, საქართველოში დისკრიმინაციული მიდგომები არ არის.

მიუხედავად ამისა, როგორც ამბობს, საჭიროების შემთხვევაში აჭარის მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროცესში ჩაერთვება.  

შეგახსენებთ, ქარელის ვიცე-მერმა რამდენიმე დღის წინ  განაცხადა, რომ ბოლო წლებში, ხეობა  აჭარიდან ჩასახლებულმა ათობით ოჯახმა დატოვა,  ერთ-ერთ მიზეზად მერიის მაღალჩინოსანმა სასულიერო პირების მიერ, ადგილობრივ მცხოვრებლებზე შესაძლო რელიგიური დისკრიმინაციის ფაქტები დაასახელა. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში