ბათუმში, ერთ ეზოში ღამით 4 ავტომობილი გაქურდეს

01 ივლისი 2019, 12:59 5514 ნახვა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ერთ ღამეში 4 ავტომობილი გაქურდეს. შემთხვევა მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა. დილით მეპატრონეებს ავტომობილები გაქურდული დახვდათ. კონკრეტულად რისი წაღება მოახერხეს, ამ ეტაპზე უცნობია. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ შეტყობინება დღეს დილით შევიდა. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 

ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ. 

ფოტოები სოციალურ ქსელში, არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივამ გაავრცელა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში