კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულებამ 2,87 ლარს გადააჭარბა. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით კი, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7945 ლარია. გუშინ მოქმედ გაცვლით კურსთან შედარებით ეროვნული ვალუტა მცირედით ისევ გაუფასურდა. ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა.
„ მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია და აქედან გამომდინარე არაფერი მიგვანიშნებს იმას, რომ რაღაც გრძელვადიან გაუფასურებასთან გვაქვს საქმე. კვლავაც ვფიქრობთ, რომ მოკლევადიან რყევაზეა საუბარია. რაც შეხება ტურიზმის გამოწვევებს ეს ჯერ კიდევ ახალი გამოწვევაა და ვერ აისახებოდა ლარის კურსზე. არ გვგონია, რომ ჩვენ მივიყვანთ ამ გამოწვევას იქამდე, რომ რამე სერიოზულ პრობლემა შეიქმნეს. ჩვენ ვმუშაობთ მის განეიტრალების და შერბილების ღონისძიებებზე“-განაცხადა ნათია თურნავამ.