რუსეთმა 8 ქართულ კომპანიას ღვინის შეტანა აუკრძალა

24 ივნისი 2019, 18:41 342 ნახვა

რუსეთმა 8 ქართულ კომპანიას ღვინის შეტანა აუკრძალა. როსპოტრებნადზორის განცხადებით, კომპანიების მიერ იმპორტირებული ღვინოები არ შეესაბამებოდა სავალდებულო მოთხოვნებს. ფედერალური უწყების ინფორმაციით, 2014 წლიდან 2018 წლამდე იმ ალკოჰოლის რაოდენობა, რომელიც არ შეესაბამება მოთხოვნილ ნორმებს 2,9-ჯერ გაიზარდა და წინა წელს 203 ათასი ლიტრი შეადგინა. საქართველომ მსგავსი გამოცდილება 2006 წელს უკვე მიიღო.

მაშინ ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ იმ პროდუქციის მწარმოებლებმა, რომლებიც მყიდველებს რუსეთში პოულობდნენ, მომდევნო წლებში შეძლეს გასაღების ბაზრის დივერსიფიცირება. შედეგად რუსეთი არც ექსპორტისა და არც იმპორტის მიმართულებით პირველ ხუთეულში არ შედიოდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი