საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით

24 ივნისი 2019, 15:01 1663 ნახვა

საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდების 2 მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნოლ პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა სპეციალურ  ბრიფინგზე განაცხადა. თუმცა პარტია ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი 2024 წელს იქნებოდა.

საგანგებო ბრიფინგამდე ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაესწრო,   გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაც გაიმართა.  ასევე საგანგებო  ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის პირები ვინც 20 ივნისის ღამეს ძალადობდა მოქალაქეებზე და ვინც უფლებამოსილებას გადაამეტა დაისჯებიან, თუმცა გადააყენებს თუ არა გიორგი გახარიას, არ უსაუბრია.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში